უცნობმა პირებმა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფისთან ღორის თავი დატოვეს. სამართალდამცვლებმა ღორის თავი დილით პატრულირებისას შენიშნეს.
ღორის თავზე ანგელა მერკელის წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი წარწერა იყო გაკეთებული, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა შეტყობინების შინაარსი არ გაასაჯაროვეს.
მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება. საქმე გერმანიის კანცლერის შეურაცხყოფის ფაქტზეა აღძრული.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ბოლო თვეებში მსგავსი ვანდალური ქმედებები გახშირდა, რაც ძირითადად ქსენეფობიურ ხასიათს ატარებს.