სპორტის სასახლეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან

სპორტის სასახლეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებმა სპორტის სასახლეში შეკრება უკვე დაიწყეს. როგორც პარტიის მომხრეები აცხადებენ, ისინი ელოდებიან, რომ პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი იქნება არჩეული.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია პარტიისთვის, რადგან დღეს მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. სალუქვაძის თქმით, ის არ იქნება საარჩევნო სიაში, რადგან ბევრი საქმე აქვს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სია შედგება ყრილობის და კონსულტაციების შემდეგ, მე არ ვიქნები სიაში, რადგან როგორც გურიის უბერნატორს, საკმაოდ ბევრი საქმე მაქვს”, - განაცხადა სალუქვაძემ.

სპორტის სასახლის დარბაზში ადგილების გარკვეული რაოდენობა უკვე შევსებულია.

დამონტაჟებულია სცენა და მონიტორები. ადგილზე იმყოფებიან ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ,,ქართული ოცნების” წევრები რეგიონებიდან.

ყრილობის დაწყებამდე დარბაზში საქართველოს ჰიმი და სხვადასხვა ქართული მელოდია ჟღერს. ყრილობა 16:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიების გასაშუქებლად მედიისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი.