დავით უსუფაშვილს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

დავით უსუფაშვილს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, უსუფაშვილი პარლამენტში იმყოფებოდა და სხდომასაც ესწრებოდა, თუმცა არა ხელმძღვანელის რანგში. დღევანდელ სხდომას ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური უძღვებოდა.

კენჭისყრის შედეგებით, არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილის ხმა არც მომხრეებსა და არც მოწინააღმდეგეებს შორის არ არის.

პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.