გერმანია რუსეთს გასულ წელს ბუნდესტაგზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი ავრცელებს.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მოსკოვი მომავალშიც გეგმავდეს მასშტაბურ კიბერთავდასხმებს. გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ქვეყნის ადმინისტრაციული სამსახურები, ეკონომიკა, მეცნიერება და კვლევითი სამუშაოებია.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამსახური შექმნა, რომელიც ქვეყნის ჯარის, საზღვაო და საჰაერო ძალების პარალელურად იმუშვებს.
გერმანიის პარლამენტზე კიბერთავდასხმა გასული წლის მაისში განხორციელდა. მასში მონაწილოებას APT-28-ის სახელით ცნობილი ჰაკერები იღებდნენ.