კობა დავითაშვილი - პოლიტიკურ პროცესში აღარ ვმონაწილეობ, დღეს კანონპროექტის მხარდაჭერა ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე

კობა დავითაშვილი - პოლიტიკურ პროცესში აღარ ვმონაწილეობ, დღეს კანონპროექტის მხარდაჭერა ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე

პოლიტიკურ პროცესში აღარ ვღებულობ მონაწილეობას, ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება დეპუტატმა კობა დავითაშვილმა გააკეთა.

დავითაშვილის თქმით, პარლამენტში მისი დასმული საკითხი ბევრია, თუმცა დღის წესრიგში არც ერთი არ დგას.

"აღარც ვღებულობ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე. ეს საკითხი ოთხი წლის წინ დავსვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირება იყო საჭირო. ჩემი დასმული საკითხი ბევრია, მაგრამ დღის წესრიგში არც ერთი არ არის. მოწინააღმდეგეები უკვე აკონტროლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ კონტროლის დაკარგვა არ სურდათ. ეს კანონი მათ ამ კონტროლის საშუალებას აღარ მისცემს", - განაცხადა კობა დავითაშვილმა. 

პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.