პარლამენტთან „თავისუფალი ზონის“ აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „თავისუფალი ზონის“ აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. „თავისუფალი ზონის“ წევრები პარლამენტის მიერ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებებს აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული კანონპროექტი სასამართლო სისტემის დანგრევაზე მიუთითებს და პოლიტიკოსებმა არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის წინადადებები. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სისტემა არ ჩამოინგრეს.

პარლამენტმა დღეს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

სხდომას პროტესტის ნიშნად ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სასამართლო სისტემის ჩამონგრევა ხდება.