თამაზ მეჭიაური - ქუთაისიდან თბილისში მივდივარ და ყრილობაზე წავალ თუ არა გზადაგზა გადავწყვეტ

თამაზ მეჭიაური - ქუთაისიდან თბილისში მივდივარ და ყრილობაზე წავალ თუ არა გზადაგზა გადავწყვეტ

ქუთაისიდან თბილისში მივდივარ და ყრილობაზე წავალ თუ არა გზადაგზა გადავწყვეტ, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ,,ქართული ოცნების“ ყრილობაზე დასწრების საკითხის კომენტირებისას. 

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან გუშინ მოსაწვევი გაურკვეველი სტატუსით მიიღო. 

,,ქუთაისიდან თბილისში მივდივარ და ყრილბაზე წავალ თუ არა გზადაგზა გადავწყვეტ ამ საკითხს. თუ რაზეა ეს დამოკიდებული ამას ვერ მოგიყვებით. ჯერჯერობით საიდუმლოა. ჯერ ერთი, ახლა რომ გითხრათ გამიხარდა გუშინ რომ მივიღე მხოლოდ მოსაწვევი და თანაც ისეთი გაურკვეველი სტატუსით დაიჯერებეთ? მე რომ არასწორი რამ გითხრათ თქვენ ხომ დაკაგავთ ჩემს პატივისცემას“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დღეს, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. რაც შეეხება ყრილობას, ”ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობა, სპორტის სასახლეში 16.00 სათზე გაიმართება.