ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს გაიმართება

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს გაიმართება

ქალაქ თბილისის მერიისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 14 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ტრადიციული ფორმატით ჩატარდება მთაწმინდის პარკში. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საუკეთესო ღვინოები. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო „უცნობი“, რადიო JAKO FM, რადიო „თბილისი“, "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

ღონისძიების პარტნიორები არიან მთაწმინდის პარკი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.