ირაკლი კობახიძე - ”ქართული ოცნების” ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაეგზავნათ

ირაკლი კობახიძე - ”ქართული ოცნების” ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაეგზავნათ

კოალიცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარტიის ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევები ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაეგზავნათ.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, ყოფილი პრემიერები ყრილობას დაესწრებიან. „მოსაწვევები, რა თქმა უნდა, პარტიას გაგზავნილი აქვს როგორც ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის - ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ასევე პარტიის ყოფილი თავმჯდომარისთვის, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ორივე დაესწრება ყრილობას“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელებს და გვარებს ჯერჯერობით არ დააკონკრეტებენ და ეს არის მათი პრინციპული პოზიცია.