”ქართული ოცნების” ყრილობაზე დავით უსუფაშვილი, ზურაბ ტყემალაძე და ზვიად ძიძიგური მიიწვიეს

”ქართული ოცნების” ყრილობაზე დავით უსუფაშვილი, ზურაბ ტყემალაძე და ზვიად ძიძიგური მიიწვიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია ”ქართული ოცნების” დღევანდელ ყრილობაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ”მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ”კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური არიან მიწვეულნი. 
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსაწვევები უმრავლესობაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებს გაეგზავნათ. 
”მათთან გვქონდა კონსულტაციები. შესაბამისად, სამი პარტიის სამი ლიდერი დაესწრება ყრილობას. წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ბატონი დავით უსუფაშვილი წარმოადგენს ”რესპუბლიკურ პარტიას”, ზურაბ ტყემალაძე- ”მრეწველებს”, ხოლო ზვიად ძიძიგური - ”კონსერვატორებს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
რაც შეეხება ”ეროვნულ ფორუმს”, ისინი ”ქართული ოცნების” ყრილობაზე არ მიუწვევიათ. როგორც კობახიძემ განმარტა, მათთან ”ქართულ ოცნებას” აკავშირებს ოთხწლიანი პროდუქტიული თანამშრომლობა, თუმცა ყრილობაზე მიწვეულნი არიან იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს არიან გაერთიანებული უმრავლესობაში.