"საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა არაკონსტიტუციურია"

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის კონსულტაციების გამართვა და საერთო კანდიდატურაზე შეთანხმება შესაძლოა საჭირო აღარ იყოს.

დღის წესრიგში ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის იმ ნორმის გაუქმების საკითხა დადგა, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით ხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან წარდგენილია წინადადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება ჰქონდეს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს, საკუთარი შემადგენლობიდან.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვისას ითქვა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა არაკონსტიტუციურია.