პაატა ბურჭულაძე:   დღევანდელი სურათით მთელი საქართველო არის ჩვენს გვერდით

პაატა ბურჭულაძე: დღევანდელი სურათით მთელი საქართველო არის ჩვენს გვერდით

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ყველა ოპოზიციურ ძალასთან თანნამშრომლობას გეგმავს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალებთან გეგმავს თანამშრომლობას.

”მე მყავს პოლიტიკური გუნდი. ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ, თუ რა უნდა გავაკეთოთ პარლამენტში შესვლის შემდეგ. რაც შეიძლება ძლიერად შევალთ პარლამენტში, ხოლო ამის შემდეგ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან. დღევანდელი სურათით მთელი საქართველო არის ჩვენს გვერდით”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ დღეს დაადასტურა, რომ პოლიტიკაში მიდის.