უმრავლესობა ცდილობს, გომელაური უხერხული სიტუაციიდან გამოაძვრინოს

უმრავლესობა ცდილობს, გომელაური უხერხული სიტუაციიდან გამოაძვრინოს

უმრავლესობამ დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში დღეს სპეციალურად ჩასვა, რათა საკითხზე მსჯელობა გვიანობამდე გაგრძელდეს და დეპუტატებმა ვახტანგ გომელაურის მოსმენა ისევ ვერ შეძლონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა ცდილობს გამოაძვრინოს გომელაური უხერხული სიტუაციიდან. ,,უმრავლესობამ დღევანდელი დღე სპეციალურად შეარჩია გომელაურის მოსასმენად. იციან, რომ მიმდინარე კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნებოდა ხანგრძლივი განხილვის საგანი. უმრვლესობამ სპეციალურად შეარჩია ეს დღე, რომ გომელაურისთვის კიდევ ერთხელ აეცილებინათ თავი. ასევე აეცილებინათ ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული კითხვების დასმა უმცირესობის მხრიდან. კიდევ ერთხელ გამოაძვრინეს გომელაური ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პარლამენტში ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა. დეპუტატები სხდომის განახლების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხზე დაიწყებენ მსჯელობას, რომლის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდმ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმენენ.