გიორგი ვაშაძე:   რაც მეტი პოლიტიკური ჯგუფი გამოჩნდება არენაზე, იქნება უფრო მეტი არჩევანი

გიორგი ვაშაძე: რაც მეტი პოლიტიკური ჯგუფი გამოჩნდება არენაზე, იქნება უფრო მეტი არჩევანი

”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ მომღერალ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"მივესალმები, რაც მეტი პოლიტიკური ჯგუფი გამოჩნდება არენაზე, იქნება უფრო მეტი არჩევანი და 8 ოქტომბერს საბოლოოდ საკუთარ აზრს მოსახლეობა დააფიქსირებს. მე ყველას ვთავაზობ ერთად დავაფუძნოთ პოლიტიკური მოძრაობა, სადაც ყველას ექნება ხმის უფლება და არა ისე, რომ მე შევქმენი მოძრაობა და მოდი შემომიერთდი. მე არ ვიცი საბოლოოა თუ არა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა, არ ვიცნობ მას, როგორც პოლიტიკოსს, ვიცნობ როგორც კარგ ხელოვანს და მგონია ეს ორი განსხვავდება ერთმანეთისგან. საზოგადოებაშიც დაბნეულობაა და ვნახოთ რას იზამს. მე წარმატებას ვუსურვებ ყველას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.