დავით ნარმანიამ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შეხვედრები გამართა

დავით ნარმანიამ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შეხვედრები გამართა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, დამეგობრებისა და თანამაშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, ქალაქ სოფიას მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა. დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო ბულგარეთის უდიდესი ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მუშაობას, მწავნე სივრცეების მოწყობისა და ეკოლოგიის საკითხებს, ასევე, მიკრობიოლოგიური ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებს.

თბილისის მერის განცხადებით, თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისას, ნარჩენების მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე პრაქტიკის გაზიარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისევე როგორც, საინტერესოა სოფიას მწვანე სივრცეების მოწყობის სტილი, თბილისში ახალი გამწვანებული ტერიტორიების გასავითარებლად.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანიამ სოფიას განახლებული მეტროც დაათვალიერა. თბილისის მერმა, ახლადდამეგობრებული ქალაქის მეტროპოლიტენის ხელმძღვანელს ის დაგეგმილი სიახლეები გააცნო, რაც თბილისის მეტროს მოდერნზაციის ფარგლებში განხორციელდება.

 დავით ნარმანიას ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულებულია.