არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული ბრალდების ადრესატი ”ქართული ოცნება” ნამდვილად არ არის

არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული ბრალდების ადრესატი ”ქართული ოცნება” ნამდვილად არ არის

საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ რეჟიმში იღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არაფორმალური მმართველობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ზოგიერთი პარტია უცხო ქვეყნიდან იმართება და ამ კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა.

”არაფორმალურ მმართველობას რას ვეძახით, არ ვიცი. თუ ჩვენ ამას ვეძახით იმას, რომ ზოგიერთი პარტია სხვა ქვეყნებიდან იმართება საქართველოში, შეიძლება რომ დავეთანხმო. სხვა მხრივ, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ რეჟიმში იღებს და ამ შეკითხვის და არც ამ ბრალდების ადრესატი ”ქართული ოცნება” ნამდვილად არ არის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, რომელი პარტიები იმართებიან ქვეყნის გარედან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ფარგლებს გარედან ”ნაციონალური მოძრაობა” იმართება.

”მე მგონია, რომ თქვენც კარგად ხვდებით. ”ნაციონალური მოძრაობა” ფაქტია, რომ იმართება საქართველოს ფარგლებს გარედან”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.