მომავალ გუნდში ახალგაზრდების ძალიან დიდი რაოდენობა გასაუბრებათა მთელი სერიის შედეგად შევარჩიეთ

მომავალ გუნდში ახალგაზრდების ძალიან დიდი რაოდენობა გასაუბრებათა მთელი სერიის შედეგად შევარჩიეთ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ახალი წევრების შერჩევა საერთაშორისო პრაქტიკასთან აბსოლუტურ შესაბამისობაში გაიმართა.

პრემიერის თქმით, პარტიაში გაწევრიანების სურვილი ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა.

”ახალი სახეებს, ალბათ, უახლოეს მომავალში წარვადგენთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს გუნდი მთლიანად იქნა შერჩეული პარტიის ლიდერების მხრიდან და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. საერთაშორისო პრაქტიკასთან აბსოლუტურ შესაბამისობაში გაიმართა წინა შესარჩევი პროცესი, იყო გასაუბრებათა მთელი სერია და ამის შედეგად იქნა შერჩეული ძალიან დიდი რაოდენობა ახალგაზრდებისა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ”ქართულ ოცნებასთან” შეერთების ინტერესი ძალიან დიდია.

მისივე თქმით, არ იქნება მთლიანად ახალი გუნდი და ”ქართულ ოცნების” ნაწილი დარჩება ძველი გუნდიდან.