გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში ეჭვები აქვთ

გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში ეჭვები აქვთ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ახალ გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ლონდონში განუცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თავად არჩეული იქნება ”ქართული ოცნების” ლიდერად.

”თუ მე ვიქნები არჩეული ”ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რითაც მმართველი გუნდის წევრის, თამაზ მეჭიაურის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ცნობილია, მეჭიაურს დღევანდელი და წინა ხელისუფლების სწრაფვა ნატო-სკენ არარეალურად მიაჩნია.

”მიკვირს რატომ უფრო არ აკონკრეტებს თუნდაც ხელისუფლება, როგორ წარმოუდგენიათ ნატო-ში გაწევრიანება იმ ფონზე, როცა თვითონ ნატო-ს წევრები აცხადებენ, რომ გაფართოება არ იგეგმება”, - განაცხადა მეჭიაურმა.