პაატა ბურჭულაძე ვერ შედგება პოლიტიკოსად, რაც არ უნდა მოინდომოს

პაატა ბურჭულაძე ვერ შედგება პოლიტიკოსად, რაც არ უნდა მოინდომოს

პატივს ვცემ ბატონ პაატას, როგორც მომღერალს, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი პოლიტიკაში მისი მისწრაფებების მიმართ, - განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.

კვაჭანტირაძის აზრით, ბურჭულაძე პოლიტიკოსად ვერ შედგება.

”პატივს ვცემ ბატონ პაატას, როგორც მომღერლას, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი პოლიტიკაში მისი მისწრაფებების მიმართ. მას ჰქონდა მცდელობა, ჩვენ დაგვდგომოდა მხარში და ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებდით ამ თანადგომას, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ დავაკმაყოფილეთ ის პირობები, რომელიც მას სჭირდებოდა ”ქართული ოცნებისგან”. ის განცხადებები, რომელიც დღეს გაკეთდა, მგონია მისი საყვარელი ოპერების ლიბრეტოს გადამღერება და სიტყვების რახარუხია. მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან აზრი ვერ გამოვიტანე, უბრალოდ ეს იყო ლამაზი სიტყვების რახარუხი, მაპატიოს ბატონმა პაატამ. ის არ არის პოლიტიკოსი და ვერ შედგება პოლიტიკოსად, რაც არ უნდა მოინდომოს,” - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

პაატა ბურჭულაძემ დღეს დაადასტურა, რომ პოლიტიკა მიდის. მისი პოლიტიკური მოძრაობის სახელწოდება იქნება - „სახელმწიფო ხალხისთვის.“