თამაზ მეჭიაური

თამაზ მეჭიაური "ქართული ოცნების" დატოვებას აპირებს, თუმცა პოლიტიკაში რჩება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური"ქართული ოცნების" დატოვებას აპირებს, თუმცა ის პოლიტიკაში რჩება.

"პირWელთან" საუბარში დეპუტატმა დაადასტურა, რომ პარტიიდან წასვლას ფიქრობს და კონსულტაციებსაც ამასთან დაკავშირებით, თანაგუნდელებთან უახლოეს პერიოდში გამართავს.

კითხვაზე, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მეჭიაური აცხადებს, რომ მთავარი საქართველოს საგარეო კურსის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაა.

"მიმაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არასწორია. ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია, მოკლებულია ყველანაირ საფუძველს. ერთის მხრივ, უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მივიღოთ ვიზალიბერალიაზცია, პარალელურად კი, დავალგოთ ურთიერთობები რუსეთთან მოლაპარაკებების გზით, ვეცადოთ მივაღწიოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას", - განაცხადა მეჭიაურმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით, მას არ გადაუწყბეტია მომავალში, რომელ პოლიტიკურ ძალასთან იქნება, თუმცა ის, რომ პოლიტიკაში აუცილებლად იქნება, ეს იცის.

"რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, მიუხედავად ასაკის სოლიდურობისა", - აღნიშნა მეჭიაურმა.