ლონდონში მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა

ლონდონში მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა

ლონდონში 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი მასპინძლობს.

სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 40 ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობს, რომელთა შორის იმყოფებიან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი, მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და სხვები.

სამიტის ერთ-ერთი თემატური პანელის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს სიტყვით მიმართავს.

სამიტში მონაწილე ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.