საქართველოს განვითარების ფონდის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს განვითარების ფონდის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან პაატა ბურჭულაძე გუშინ გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი ავრცელებს.

ფონდის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებების დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გუშინვე მიმართეს.

ორგანიზაციას მერაბ ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს.

”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ იწყებს პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“.