პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ,,რესპუბლიკელები“ პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს.
„ბერძენიშვილის კომენტარი, სიტყვათა წყობა, აზრთა წყობა ძალიან გავდა ,,ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის ბატონი მეჭიაურის განცხადებებს. ამავდროულად თავდაპირველად ,,რესპუბლიკური პარტიაში“ საუბრობდნენ, რომ ისინი მხარს უჭერდნენე პრეზიდენტს, გუშინ ბერძენიშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ისინი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტს.
,,რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის დიდი მონდომებით მონაწილეობდა პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ არაკონსტიტუციურ კანონებზე ვეტოს დაძლევაში. უფრო მეტიც, ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი ნოდარ ებანოიძე თამაზ მეჭიაურთან ერთად იყო ავტორი საბანკო ზედამხედველობის კანონის, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ბანკის დანაწევრებას. ეს კანონი შეჩერებული იქნა”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.