რუსეთი ევროკავშირს ერდოღანის დახმარებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთი ევროკავშირს ერდოღანის დახმარებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

უსაფრთხოების ზონები, რომელთა ჩამოყალიბებას ანკარა გეგმავდა, შესაძლოა გამოყენებული იყოს ”ბოევიკების” მოსამზადებელი ბაზებისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ ჩიჟოვმა განაცხადა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას euroline.ge ავრცელებს.

ჩიჟოვის თქმით, ალბათობა დიდია, რომ ეს ზონები გამოყენებული იყოს ისლამური ”ბოევიკების” თავშესაფრისთვის. სადაც მათ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ და გადააიარაღებენ, რის შემდეგაც ”ბოევიკები” კვლავ საომრად გაემგზავრებიან.

”საინფორმაციო სააგენტო Die Welt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩიჟოვმა მოუწოდა ევროკავშირს, თავი შეიკავოს თურქეთის აღნიშნული გეგმის მხარდაჭერისგან”, - წერს euroline.ge.