სულ მცირე 6-8%-იანი ეკონომიკური ზრდაა საჭირო, რომ მომავლის პერსპექტივა იგრძნოს ქვეყანამ

სულ მცირე 6-8%-იანი ეკონომიკური ზრდაა საჭირო, რომ მომავლის პერსპექტივა იგრძნოს ქვეყანამ

სულ მცირე 6-8%-იანი ეკონომიკური ზრდაა საჭირო, რომ მომავლის პერსპექტივა იგრძნოს ქვეყანამაც და ეკონომიკამაც, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ განუცხადა.

რაც შეეხება ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” (EBRD) მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 2,6%-დან 3,4 %-მდე გაზრდას, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამაზე განსაკუთრებული ყურდაღების მიქცევა და აჟიოტაჟის ატეხვა არ არის საჭირო.

”ერთი კვირის წინ სავალუტო ფონდმა პროგნოზი 3%-ის ნაცვლად, 2.5%-მდე შეგვიმცირა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სტატისტიკური სამსახურები ძალიან არასაიმედოდ მუშაობენ. რაც მათ გააკეთეს შარშანწინდელ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, ეს წარმოდგენელი იყო. კერძოდ, მათ ნახევარი წლის შემდეგ 300 მილიონზე მეტით მოახდინეს კორექტირება ზრდის მიმართულებით და ეს მეთოდიკის შეცვლით ახსნეს. როდესაც წესები ან მეთოდიკა იცვლება, მაშინ შედარისი ციფრები უნდა იყოს წინა პერიოდშიც. ამიტომ ნახევარი პროცენტი არაფერს წყვეტს. ასეც რომ იყოს ეს არსებით გავლენას არ მოხდეს არც ეკონომიკურ განვითარებაზე, არც სოციალურ ცხოვრებაზე, ვინაიდან ეს ზრდა არის იმ ჩავარდნილი წლების ფონზე, რომელიც ლარის დევლვაციის შემდეგ ქვეყანამ გადაიტანა”, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, თუ რეალურ ზრდას უცხოურ ვალუტაში გადავიყვანთ დავინახავთ, რომ მთლიანი შიდა პროდქუცი ერთ სულზე დაახლოებით, 5 წლის წინანდელ დონეზე დაეცა.

”აქაც შეიძლება სტატისტიკური მანიპულირება. ახალი აღწერით ჩვენი მოსახელობა 4.5 მილიონი კი არ ყოფილა, არამედ დაახლოებით, 3.8 მილიონი, ამიტომ ერთ სულზე მშპ-ს ვარდნა ახალი აღწერით არ გამოჩნდება. მაგრამ თუ ძველ პერიოდს შესადარის ციფრებში გადავიტანთ და მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მოცულობას გავყოფთ მოსახელობის კორექტირებულ ციფრზე, დავინახავთ, რომ წინა პერიოდში დოლარში გამოხატული მშპ უფრო მეტი იყო. შეიძლება, ვინმეს თქვას, რატომ დოლარებში და არა ლარში, ვინაიდან ინფლაცია არ არის ისეთი მაღალი, მაგრამ როდესაც ეკონომიკა დოლარიზებულია და საწერ კალმითა და რვეულით დაწყებული, გაზი, ნავთობი და მედიკამენტებით დამთავრებული, ყველაფერი შემოდის, ამ შემთხვევაში ქვეყანაში შექმნილი დოვლათის მსყიდველობითუნარიანობის დოლარში ასახვა ეკონომიკურ ვითარებას უფრო რეალურად გამოხატავს. ამ კუთხით ჩვენ ძალიან უკან ვართ დახეული. ამიტომ ეს ზრდა, ფაქტორბრივად, რამდენიმე წლის წინანდელ მდგომარეობამდეც კი ვერ მიგვიყვანს. საჭიროა, ქვეყანაში მძლავრი ბიძგის მიცემა ეკონომიკური განვითარებისთვის და სადღაც სულ მცირე 6-7-8 %-იანი ზრდა რომ მომავლის პერსპექტივა იგრძნოს ქვეყანამაც და ეკონომიკამაც”, - განაცხადა გოცირიძემ.

EBRD-მა საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-მდე გაუზარდა, მაშინ როდესაც 2015 წელს ნოემბერში გაკეთებული პროგნოზით, ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” ვარაუდობდა, რომ 2016 წლის ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის 2.6% იქნებოდა. ამასთან, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ქვეყნაში 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან.