დიდ ბრიტანეთში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დაიწყო

დიდ ბრიტანეთში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილი ლანკასტერის სასახლეში იმყოფება, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილე 40-მდე ქვეყნის ლიდერს, ოფიციალურ საუზმეზე მასპინძლობს.

მათივე ინფორმაციით, ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი, ლონდონის დროით, 10:00 საათზე იხსნება. სამიტის ერთ-ერთ თემატურ სესიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა.