პაატა ბურჭულაძის პარტიას 3 კვირაში ერთხელ აუდიტის სამსახურისთვის ფინანსური ანგარიშების დეკლარაციის წარდგენა მოუწევს

პაატა ბურჭულაძის პარტიას 3 კვირაში ერთხელ აუდიტის სამსახურისთვის ფინანსური ანგარიშების დეკლარაციის წარდგენა მოუწევს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას - „სახელმწიფო ხალხისთვის“ მოუწოდებს, პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურს მიმართოს და ანგარიშების გამჭვირვალობის პრინციპის დაცვის მიზნით შესაბამისი რეგისტრაცია გაიაროს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, - პარტიაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დღეს ღიად დააფიქსირა, უკვე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვები უნდა გავრცელდეს.

”შეზღუდვები გულისხმობს ფინანსური ანგარიშების გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვას. კერძოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენი სამსახურისთვის ყოველ 3 კვირაში ერთხელ უნდა მოხდეს წარმოდგენა ფინანსური ანგარიშების. დეკლარაცია უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, როგორც ხარჯების, ისე შემოსავლების შესახებ, მათ შორის შემოწირულების ჩათვლით, რათა გამჭვირვალე გახდეს დაფინანსების წყაროები. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პაატა ბურჭულაძის პარტიას, მოგვმართოს აუდიტის სამსახურში და გაიროს შესაბამისი რეგისტრაცია”, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

პაატა ბურჭულაძემ დღეს დაადასტურა, რომ პოლიტიკა მიდის. მისი პოლიტიკური მოძრაობის სახელწოდება იქნება - „სახელმწიფო ხალხისთვის.“