ლევან ბერძენიშვილი:   პასუხი გაეცა კონგრესმენ რასელის არც ისე კარგად მომზადებულ გამოსვლას

ლევან ბერძენიშვილი: პასუხი გაეცა კონგრესმენ რასელის არც ისე კარგად მომზადებულ გამოსვლას

საქართველოს პარლამენტის წევრი, "რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი კონგრესმენ დეტ პოს კონგრესში გამოსვლას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს მნიშნელოვანი განცხადებაა საქართველოსთვის.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატის - ამერიკის დადებითი შეფასება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

"ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გაკეთებული ნებისმიერი განცხადება არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან შეერთებული შტატები მსოფლიოს უდიდესი დემოკრატია და რა თქმა უნდა, როცა საქართველოზე ლაპარაკობს, ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოსაწონია ეს ჩვენთვის, თუ არა. ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხი გაეცა კონგრესმენ რასელის არც ისე კარგად მომზადებულ გამოსვლას. აქ ძალიან ღრმად და საფუძვლიანად არის გარკვეული კონგრესმენი. ის მოუწოდებს აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისკენ. ეს არის ახალი, კარგი ტენდენცია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

ამასთან, ტედ პომ, რომელიც საქართველოსთან მეგობართა ჯგუფის თანათავმდჯომარეა, განაცხადა, რომ  საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.