ლევან ბერძენიშვილი - ვახტანგ გომელაურთან ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს

ლევან ბერძენიშვილი - ვახტანგ გომელაურთან ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს

ფრაქცია ”რესპუბლიკელებს” უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურთან დღეს კითხვები ექნებათ. როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, კითხვები მათ შორის რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხს შეეხება.
”გომელაურთან დაკავშირებით კთხვები გვაქვს, მათ შორის, ე.წ. რუსულ ნაზ თუ უხულავ ძალასთან დაკავშირებით. კითხვები მაქვს იმის თაობაზეც, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია დაფინანსებას საიდან იღებს. მაინტერესებს, მას ეს ინფორმაცია ხომ არ აქვს და ვინ დგას ერთ-ერთი ტელევიზიის უკან? ეს დიდი ძალები მხარდაჭერას საიდან პოულობენ? რაიმე ტიპის აგენტურ სამუშაოებს ხომ არ აწარმოებს რუსეთი იმ ფონზე, როდესაც ლავროვის ნათქვამიდან მეორე დღეს საქართველოში განცხადებები კეთდება. შეკითხვა ძალიან ბევრია და კარგია, რომ სუს-ის ხელმძღვანელი თანამშრომლობისთვის განწყობილია. დარწმუნებული ვარ, რაღაც ტიპის ინფორმაციას გავიგებთ,“ -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. 
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ, რომელიც დეპუტატებს სუს-ის წლიურ ანგარიშს წარუდგენს.