წუხელ მოსულმა სეტყვამ თელავის რაიონის სოფლები - ვანთა და აკურა დააზარალა

წუხელ მოსულმა სეტყვამ თელავის რაიონის სოფლები - ვანთა და აკურა დააზარალა

წუხელ მოსულმა სეტყვამ თელავის რაიონის სოფლები - ვანთა და აკურა დააზარალა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, დასეტყვილია 100 ჰექტრამდე ტერიტორია. 
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, ძირითადად დაისეტყვა ხეხილი და ბოსტნები. 
”როგორც შემატყობინეს, დასეტყვილია 100 ჰექტრამდე ტერიტორია, თუმცა მრავალწლიანი ვენახები დაზიანებული არ არის. დასეტყვილია ძირითადად სოფლის ის ტერიტორიაა, სადაც მოსახლეობას ხეხილი და მცირე ბოსტნები აქვთ. რაც შეეხება წყლის სახლში შევარდნას, ამოტუმბვითი სამუშაოები საჭირო არ გამხდარა”, - განუცხადა შათირიშვილმა ”ინტერპრესნიუსს”.