”ბიბისი” - თურქეთი ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის მიღების იმედს კარგავს

”ბიბისი” - თურქეთი ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის მიღების იმედს კარგავს

თურქეთი ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის მიღების იმედს კარგავს. „ბიბისის“ ცნობით, როგორც თურქეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა ვოლკან ბოზკირმა განაცხადა, ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა შეუძლებელია. სწორედ აღნიშნულ კანონში ცვლილებას და ტერორიზმის განსაზღვრების შევიწროვებას ითხოვს ბრიუსელი ანკარასგან იმისათვის, რომ თურქეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღონ. 
თუმცა, გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა არ აპირებს ანტიტერორისტულ კანონში ცვლილების შეტანას. 
„ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ თქვენი გზით იარეთ“, - განაცხადა მან. 
ევროკავშირი და უფლებადამცველები ანკარას ანტიტერორიტული კანონის ჟურნალისტებისა და ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულს თურქეთის მთავრობა უარყოფს და აცხადებს, რომ კანონის სიმკაცრე ტერორისტებთან ბრძოლისთვის აუცილებელია.