ვახტანგ გომელაურს პარლამენტში დღეს მოუსმენენ

ვახტანგ გომელაურს პარლამენტში დღეს მოუსმენენ

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. 
გომელაური დეპუტატების წინაშე უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშით წარსდება. ის კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხებს.
გომელაურისთვის პარლამენტს 30 მარტს უნდა მოესმინა, თუმცა მაშინ კვორუმის უქონლობის გამო საკანონმდებლო ორგანომ ეს ვერ შეძლო. მას შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლა რამდეჯერმე მოითხოვეს, თუმცა ეს პროცესი სხვადასხვა, მათ შორის გომელაურის ხანგრძლივი მივლინების მიზეზით რამდენიმე კვირით გაჭიანურდა.