ბიძინა ივანიშვილი გიორგი შენგელაიას ვარსკვლავის გახსნას დაესწრო

ბიძინა ივანიშვილი გიორგი შენგელაიას ვარსკვლავის გახსნას დაესწრო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეჟისორ გიორგი შენგელაიას ვარსკვლავის გახსნას დაესწრო. მან გიორგი შენგელაიას ჯანმრთელობა და შემოქმედებითი ზრდა უსურვა.

”მე ვიცი, რომ ბატონი გიორგი დღესაც ძალიან ბევრს მუშაობს. ვუსურვოთ ჯანმრთელობა და შემოქმედებითი ზრდა. ბატონმა გიორგიმ იქნებ კიდევ გაახაროს საქართველო თავისი შემოქმედებით”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილ პრემიერს ჟურნალისტებთან პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია.

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ დღეს კინორეჟისორის, რუსთაველის პრემიის ლაურეატისა და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა. გიორგი შენგელაიას 79 წელი შეუსრულდა.