როგორც ჩანს, ვიღაცებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ, - ასე გამოეხმაურა პრემიერი პოლიტიკოსების განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი კვირიკაშვილს გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ შეფასებას ”უაზრო ბრალდებები” უწოდა.
”ეტყობა ვიღაცებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ. საქართველოს მთავრობას არც ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება არ შეუყოვნებია და ამის ცხადი მაგალითი არის დღევანდელი დღე და ის, რომ რეგიონში, რომელშიც საქართველო იმყოფება, ეკონომიკური დონის დაღმასვლაა, თუმცა ეს არ იქნა ასახული საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო ვითარდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით.