ბიურომ ცნობად მიიღო ”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება, ფრაქციიდან და უმცირესობიდან გიორგი ვაშაძის გარიცხვის შესახებ

ბიურომ ცნობად მიიღო ”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება, ფრაქციიდან და უმცირესობიდან გიორგი ვაშაძის გარიცხვის შესახებ

საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის ბიუროს წარუდგინა გადაწყვეტილება, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობიდან” და უმცირესობოდან დეპუტატ გიორგი ვაშაძის გარიცხვის თაობაზე.

”ნაციონალური მოძრაობის” ეს მიმართვა ბიუროს დავით უსუფაშვილმა გააცნო. მასში ასევე აღნიშნულია საპარლამენტო კომიტეტებსა და დელეგაციაში ვაშაძისთვის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

გიორგი ვაშაძემ ”ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლისა და ახალი მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.