ხიდაშელმა ომის სფეროში კომპიუტერული თამაშები მაინც უნდა იცოდეს

ხიდაშელმა ომის სფეროში კომპიუტერული თამაშები მაინც უნდა იცოდეს

მმართველი გუნდის დეპუტატი თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს კიდევ ერთხელ უპირისპირდება. ამჯერადაც მეჭიაური ხიდაშელს კვალიფიკაციას უწუნებს და მიიჩნევს, რომ ის თავდაცვის უწყებას არ უნდა ხელმძღვანელობდეს.

”ხიდაშელმა ომის სფეროში კომპიუტერული თამაშები მაინც უნდა იცოდეს”, - განუცხადა დღეს მეჭიაურმა ჟურნალისტებს.

როგორც ცნობილია, მეჭიაური ”რესპუბლიკური პარტიის” წევრების მიმართ ბოლო პერიოდში კრიტიკულ განცხადებებს ხშირად აკეთებს, რასაც საპასუხო შეფასებებიც ახლავს.