მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” 30-ზე მეტი საკუთარი ჯიჰადისტი დეზერტირობის ბრალდებით ცოცხლად დამარხა.
როგორც euroline.ge ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებში, ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ”ბოევიკებმა” სოფელ ბაშირში ერაყის პროსამთავრობო ძალებთან ბრძოლაზე უარი განაცხადეს, რის გამოც “ისლამურმა სახელმწიფომ” მათი ცოცხლად დამარხვის გადაწყვეტილება მიიღო.
”გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” საკუთარი მებრძოლები აწამეს”, - წერს სააგენტო.