დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თამაზ მეჭიაური "ქართული ოცნების" ვარსკვლავია, რომლის იმედზეა პარტია.
,,რაც შეეხება თამაზ მეჭიაურს ეს ის შემთხვევაა, როდესაც მას არამარტო კომპეტენცია არამედ უბრალოდ მეხსიერებაც არ ყოფნის. მეჭიაურის განცხადებები არ გაჩარდება. მეჭიაური არის როგორც ჩანს, ,,ოცნების ვარსკვლავი“, რომლის იმდეზეც არის ეს პარტია. მე გეტყვით, რომ ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე უმრავლესობის ლიდერი, ვიდრე პრემიერ- მინისტრი“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერებსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის წევრს თამაზ მეჭიაურს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.