ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, გია ვოლსკის შეფასებით, ქვეყნისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების გამოცხადებასთან დაკავშირებით სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელ პირებს შორის კონსენსუსი და შეთანხმება შედგა.
”მე, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ ხელისუფლების შტოების ხელმძღვანელები შეთანხდნენ და ცივილიზებული ფორმა მისცეს იმ დროში გაწელილი საკითხის გადაწყვეტას, რაც ყველას გვაინტერესებდა. გავიგე პარტიების სხვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების ოთხი თვით ადრე გამოცხადება და წინასაარჩევნო რეჟიმში გადასვლა ადრეა, მაგრამ მთავარია მზაობა იმისთვის, რომ ისეთივე კონსტუქციულ რეჟიმში ვიმუშაოთ, როგორი კონსტრუქციულობაც გამოიჩინეს სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელმა პირებმა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ.
გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული კონსულტაციებისას გადაწყდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დანიშვის თაობაზე პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების გამოცემა 8 ივნისს მოხდება. შესაბამისად, ამ დღიდან დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.