პრეზიდენტი აღმოჩნდა საკუთარი შეცდომის მძევალი, თუმცა პრემიერმა მდგომარეობის გამოსწორება სცადა

პრეზიდენტი აღმოჩნდა საკუთარი შეცდომის მძევალი, თუმცა პრემიერმა მდგომარეობის გამოსწორება სცადა

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა წინაასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

“სამწუხაროდ, წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. თუმცა არამგონია ეს გონივრული იყოს. პრეზიდენტმა თავიდანვე დაუშვა შეცდომა და აღმოჩნდა საკუთარი შეცდომის მძევალი, თუმცა პრემიერ მინისტრმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება”, - განუცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს.

დეპუტატი ,,რესპუბლიკელი მინისტრების“ საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ისინი თანამდებობას მხოლოდ პრემიერ-მინისტრის და ”რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილებით დატოვებენ.

”რაც შეეხება ”რესპუბლიკელ” მინისტრებს, ”რესპულიკურმა პარტიამ” 27 მარტს განაცხადა, რომ მინისტრები დატოვებდნენ თანამდებობას ”რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილებით ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. ყველა სხვა საკითხი ჩვენთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. ამიტომ დადგება მომენტი, ვისმჯელებთ ამ საკითხზე და გადავწყვეტთ. ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის ყოფნა სასურველია. ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია, მაგრამ წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, რა იქნება“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.