ევროპარლამენტმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ Euobserver-ი წერს. ევროპარლამენტარმა ჯუდით სარგენტინიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა შეაჩერა, ვინაიდან თურქეთს ჯერ არ აქვს დაკმაყოფილებული ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ყველა კრიტერიუმი.
„შულცმა განაცხადა, რომ ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ შესაბამის საკითხზე მუშაობას, რაც თურქეთი 72-ვე კრიტერიუმს დააკამყოფილებს“, - აღნიშნა სარგენტინიმ.
ევროკომისიამ თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადება გასულ კვირას წარადგინა.