აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგია. ამის შესახებ თავად კერიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა აძლიერებს მის როლს მსოფლიო არენაზე. „ძლიერი და ერთიანი ევროპა ბრიტანეთთან ერთად, ნიშნავს ძლიერ ევროპას და უფრო ძლიერ პარტნიორს“, - განაცხადა ჯონ კერიმ.
თუმცა, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა ბრიტანელი ხალხის სურვილს და 23 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მხარდაჭერით აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამაც გამოვიდა.