ავღანელი ტერორისტები ევროპაში ჩასვლას მიგრანტების მარშრუტით ცდილობენ

ავღანელი ტერორისტები ევროპაში ჩასვლას მიგრანტების მარშრუტით ცდილობენ

ავღანელი ტერორისტები ევროპაში ჩასვლას მიგრანტების მარშრუტით ცდილობენ. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს. გავრცელებული ცნობით, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი მებრძოლები ამგვარად დიდ ბრიტანეთში ცდილობდენ შეღწევას, რათა შემდეგ იქ თავდასხმები განეხორციელებინათ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტთა განზრახვები მას შემდეგ გამოვლინდა, რაც იტალიაში ერთი პაკისტანელი და ორი ავღანელი დააკავეს. მათ ევროპაში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეეძლოთ ევროპის ღია საზღვრებით ესარგებლათ. როგორც ცნობილია, მებრძოლებმა ლონდონში ფოტოები გადაუღეს სასტუმროებს, რესტორნებს, სამედიცინო ცენტრებს, რომელთა გამოყენებასაც სავარაუდოდ, თავდასხმის მომზადებისთვის აპირებდნენ.