აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ნებრასკასა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში გამართულ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში გაიმარჯვა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
რაც შეეხება დემოკრატიული პარტიის პრაიმერს, ორივე შტატში ჰილარი კლინტონს ბერნი სანდერსმა სძლია და გამარჯვება მოიპოვა.
აშშ-ის შტატების უმრავლესობაში პრაიმერები უკვე ჩატარდა. დარჩენილ შტატებში პარტიული არჩევნები ივნისის ბოლომდე დასრულდება, ნოემბერში კი საერთო არჩევნები გამართება, სადაც ერთმანეთს დემოკრატი და რესპუბლიკელი კანდიდატი დაუპირისპირდებიან. წინასწარი პროგნოზით, ესენი ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი იქნებიან.