„ისლამურმა სახელმწიფომ“ „ანდროიდის“ სმარტფონებისთვის აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც ბავშვებს არაბულ ანბანს შეასწავლის

„ისლამურმა სახელმწიფომ“ „ანდროიდის“ სმარტფონებისთვის აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც ბავშვებს არაბულ ანბანს შეასწავლის

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ „ანდროიდის“ სმარტფონებისთვის აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც ბავშვებს არაბულ ანბანს შეასწავლის. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. აპლიკაციაში თითოეულ ასობგერას მოჰყვება ილუსტრაცია, ამასთან აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია მოუსმინოს თემატურ მუსიკას. გარდა ამისა, აპლიკაცია მრავლადაა ილუსტრირებული იარაღისა და ტანკების ფოტოებით. 
„ისლამური სახელმწიფო“ აქტიურად იყენებს თანამედროვე საკომუნიკაციო არხებს, მათ შორის სოციალურ ქსელებსა და ე.წ. მესენჯერებს.