შტაინმაიერი - დონბასში ვითარება უკეთესია, თუმცა მისნსკის შეთანხმების რეალიზაცია ნელი ტემპებით ხორციელდება

შტაინმაიერი - დონბასში ვითარება უკეთესია, თუმცა მისნსკის შეთანხმების რეალიზაცია ნელი ტემპებით ხორციელდება

ვითარება დონბასში იმაზე უკეთესია, ვიდრე შარშან იყო, თუმცა მისნსკის შეთანხმების რეალიზაცია ძალიან ნელი ტემპებით ხორციელდება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში გამართულ “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც euroline.ge წერს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა ისიც, რომ საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატიით გახდა შესაძლებელი ევროპის შუაგულში ღია ომის თავიდან აცილება. 
საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ ვითარება კონფლიქტის რაიონში საფრთხის შემცველია, თუმცა მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე შარშან.
”შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ვითარებით ძნელია ზავის შენარჩუნება”, - წერს euroline.ge.