ბელგიის შს მინისტრი - ბრიუსელის ტერაქტების დროს მუსლიმები ქუჩებში ცეკვავდნენ

ბელგიის შს მინისტრი - ბრიუსელის ტერაქტების დროს მუსლიმები ქუჩებში ცეკვავდნენ

ბელგიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის იან იანბონის განცხადებით, ბრიუსელის ტერაქტების დროს და შემდეგაც მუსლიმები ქუჩებში ცეკვავდნენ. 
როგორც euroline.ge წერს, მინისტრმა ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ “მუსლიმთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ ტერაქტების დროს ქუჩის ზეიმები მოაწყო”.
მისი თქმით, პირად კონტროლზე აიყვანა მალენბეკი, ბელგიაში მუსლიმებით ყველაზე დასახლებული რაიონი, ”რადგან ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მუსლიმები პოლიციის ოპერაციებს კოლექტიურ აგრესიულ წინააღმდეგობას უწევდნენ”.