პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების საკითხზე განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს

პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების საკითხზე განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი 19:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

პრეზიდენტი პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრებს. არ არის გამორიცხული, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების თაობაზე განცხადება სწორედ დღეს გააკეთოს.

პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია დღეს გაიმართა.