პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს, დავით უსუფაშვილსა და თამარ ჟვანიას შეხვდა

პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს, დავით უსუფაშვილსა და თამარ ჟვანიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, დავით უსუფაშვილსა და თამარ ჟვანიას შორის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საუბარი სავარაუდოდ წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებულ საკითხს შეეხებოდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გიორგი მარგველაშვილი განცხადებას თავად გააკეთებს.