პარლამენტი ხვალ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივას განიხილავს

პარლამენტი ხვალ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივას განიხილავს

პარლამენტი ხვალ, პლენარულ სხდომას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვით განაახლებს. ხვალინდელ სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო წინადადებას განხილვა იგეგმება. პარლამენტის ბოლო სხდომა სწორედ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს დაეთმო.

28 აპრილს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული პროექტი განიხილეს. აღნიშნული პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

რაც შეეხება უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ისიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება.